მარნეულში H1N1-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
მარნეულში H1N1-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულში ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ორი ადამიანი დაავადა.

ამ ფაქტს კი ადგილობრივ სავაადმყოფოებში უარყოფენ. "ავერსის" კლინიკის მენეჯერი, მანანა კაპანაძე ამბობს, რომ მათთან აღნიშნული ვირუსი 16 იანვრის შემდეგ არ დაფიქსირებულა და 4 ადამიანი მკურნალობის კურსს ისევ გადის.

"ჯეო ჰოსპიტალის" საავადმყოფოში ამბობენ, რომ მათთან H1N1 ვირუსი ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში H1N1 ვირუსით19 ადამიანი დაიღუბა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები