საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი პასუხისგებაში მისცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების - საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით პროდუქციის საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ყაზბეგის’’ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე სცადა რუსეთის მიმართულებით მალულად გადაეტანა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების პროდუქცია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 195 ერთეული სხვადასხვა დასახლების სუნამო, რომლის საბაჟო ღირებულება 17 559 ლარს შეადგენს.

წყარო: is.ge

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər