ლეჟბადინში მაღალი ძაბვის ელექტროსადენები აფეთქდა
სოფელ ლეჟბადინში „რუსთავწყლის“ მაღალი ძაბვის ელექტროსადენები აფეთქდა .

ელექტროსადენები ენერგიით ხრამის სათავე ნაგებობას ამარაგებდა, რომლიდანაც „რუსთავწყალი“ სასმელ წყალს სხვადასხვა სოფელში ანაწილებს.

როგორც კომპანია „რუსთავწყალში“ განგვიცხადეს, ამ დროისათვის ალტერნატიულ კვების წყაროზე გადაერთების სამუშაოები მიმდინარეობს.

ავარიული მდგომარეობის გამო, წყალმომარაგება ერთ სანაპიროს დაბალი წნევით მიეწოდება, რომელიც 18:00 საათზე აღდგება.

რადიო „მარნეული“


Print