ერთი გარდაცვლილი და 4 დაშავებული - ავარია ზუგდიდში მსხვერპლით დასრულდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან, ორი ავტომობილის შედახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა ხოლო დაშავდა 4 პირი, რომლებიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

წყარო: newposts.ge
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər