ვიდეო - თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ 24 წლის გიორგი გიუნაშვილი თბილისის ზღვაზე დამხრჩვალი იპოვეს
თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ 24 წლის გიორგი გიუნაშვილი თბილისის ზღვაზე დამხრჩვალი იპოვეს. ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცს 19 ნოემბრიდან ეძებდა.

რა უძღოდა წინ უბედურ შემთხვევას, უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, გიუნაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

„კურიერის“ ინფორმაციით, საქმის მასალებში იმ ადგილიდან კადრები დევს, სადაც გიუნაშვილი გარდაცვალებამდე გადაადგილდებოდა, ამის შემდეგ კი მისი კვალი ქრება.

ამ დროისათვის ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში, ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
წყარო: rustavi2

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər