თბილისის აეროპორტის თანამშრომელი ბარგიდან ნივთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს
16:20 / 22.01.2019
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი
ბარგიდან ნივთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს.
ამის
შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში
დაუდასტურეს.
უწყებაში განმარტავენ, რომ დაკავებულია ტავ ჯორჯიას თანამშრომელი,
კერძოდ, მტვირთავი-მუშა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე
მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვანი
ზიანის მომტან ქურდობას გულისხმობს.