აფხაზეთში ავარიას 3 რუსი სამხედრო ემსხვერპლა
აფხაზეთში, წებელდას რაიონში, ჯავშანტრანპორტიორის ავარიას სამი რუსი სამხედრო პირი ემსხვერპლა, კიდევ ორი სამხედრო სხეულის მძიმე დაზიანებებით ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა RBK ავრცელებს.

ინციდენტი 18 იანვარს მოხდა, თუმცა რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურმა ინფომაცია მხოლოდ დღეს, 21 იანვარს დაადასტურა. ჯავშანტრანტპორტიორი ხევში მაშინ გადავარდა, როცა სამთო პოლიგონიდან მუდმივი დისლოკაციის ადგილზე მიემართებოდა. ავარიის მიზეზად სამხედრო მანქანის ტექნიკური გაუმართეობა და მძღოლის არაპროფესიონალიზმი განიხილება.

ბოლო ერთი წლის მანძილზე აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების დაღუპვის უკვე მეორე შემთხვევaა. წინა უბედურ შემთხვევას გასული წლის ოქტომბერში, სამი რუსი სამხედრო შეეწირა.

წყარო: On

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər