ახალქალაქში 30 წლის ქალის მოტაცების გამო 4 პირი დააკავეს
30 წლის ქალი ცოლის მოყვანის მიზნით, 31 წლის კაცმა, ცხრა თებერვალს, თავისუფლების ქუჩიდან მოიტაცა.

სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ ქალის ოჯახის წევრებმა შეატყობინეს. 31 წლის კაცი სამ პირთან ერთად შეტყობინების შესვლიდან მალევე დააკავეს.

ძიება სსკ–ის 143–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე იმსჯელა, ოთხივე მათგანს პატირმობა შეეფარდა.

წყარო: sknews.ge
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər