რადიო მარნეულს ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა
დღეს, 16 ნოემბერს,  საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების მიერ გამოვლენილი ტოლერანტობის ქომაგები დააჯილდოეს. რადიო "მარნეულმა" ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიიღო. მედიაორგანიზაციებს შორის, რადიო მარნეულთან ერთად დაჯილდოვდნენ  "ბათუმელები" და  "პანკისის სათემო რადიო WAY."

ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადაეცათ:

იოჰანეს დუმა, ჰოლანდიის ელჩი საქართველოში;

მონაზონი სიდონია;

ვიტალი საფაროვი, 24 სექტემბერს თბილისში შესაძლო ქსენოფობიურ ნიადაგზე მოკლული უფლებადამცველი. საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა.

ნათია კაპანაძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი;

სოფიო სიჭინავა, ცესკოს კოორდინაციის დაგეგმვის და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი;

ვაჟა ვარდიძე, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, თეოლოგი;

ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის ცენტრი;

სპეციალური ჯილდო გადაეცათ:

გარი აუგუსტი, ქართველ გერმანელთა სათვისტომოს​ ხელმძღვანელი;

რეგინა იაკობიძე, ლატვიის სათვისტომოს თავმჯდომარე.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər