მარნეულელების აზრი მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვის შესახებ
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მიწის მიყიდვას კრძალავს არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. ამიერიდან საქართველოს ტერიტორიაზე მიწის ყიდვისათვის მოქალაქეობის ქონა აუცილებელი აღარაა.

მარნეულელების აზრი ამ თემასთან დაკავშირებით შესაძლოა ითქვას, რომ ორადაა გაყოფილი. გამოკითხულთა ნაწილი თვლის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მიწის მიყიდვა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას დაეხმარება, ხოლო მეორე ნაწილი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და ამბობს, რომ ქართული მიწა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე უნდა იყიდებოდეს.

„რა თქმა უნდა ცუდია, უცხოეთიდან ვიღაცა ჩამოდის და აქ ჩვენს ნაკვეთებს ყიდულობს, ეპატრონება. კარგი იქნებოდა თუ ჩვენი მოქალაქეები იყიდიდნენ, პურის ფულს მაინც იშოვიდნენ. სოფლის მოსახლეობა მიწათმოქმედებით არის დაკავებული, პურის ფულს ნაკვეთით შოულობენ. ჩვენი რომ იყოს, სოფლის, რომ იყოს ეს ნაკვეთი უფრო კარგი იქნებოდა სპირუტყვისთვისაც. ამიტომ ბალახიც კი ძვირდება, სოფლელი ვეღარ ყიდულობს.“

„კარგი უნდა იყოს. მე პრობლემა არ მაქვს. ჩამოდიან და ხომ არ აფუჭებენ? პირიქით, აშენებენ და მერე ჩვენც შეგვეძლება იქ დასაქმება.“

„რომელი მოქალაქე დაეთანხმება რომ ვიღაც უცხოელი მოვიდეს და შენი ნაკვეთი იყიდოს. მე უარზე ვარ.“


ესეთია მარნეულელების დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ მაშინ, როცა თბილისში იუსტიციის სახლის წინ ქსენოფობიური განწყობების ჯგუფები და საქართველოს პარლამენტარები აქციას ატარებენ და მოქალაქეებს იუსტიციის სახლში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

რადიო „მარნეული“


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər