საიმერლოს საბავშვო ბაღის მშენებლობა სავარაუდოდ 2019 წლის იანვარში დასრულდება
სოფელ საიმერლოში საბავშვო ბაღის მშენებლობა გუშინ, 10 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სამუშაოები კვლავ გრძელდება.

როგორც ჩვენ მარნეულის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა დავით მულაძემ გვითხრა, ხელშეკრულების დარღვევის გამო კომპანიას, რომელიც სამუშაოებს ანხორციელებს, საჯარიმო სანქციები ეკისრება.

მულაძე ასევე ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.

სანამ კომპანია საიმერლოს საბავშო ბაღის მშენებლობას არ დაასრულებს, მას საჯარიმო სანქციები დაეკისრება.

საიმერლოს საბავშვო ბაღი 120 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღის სამშენებლო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საბავშო ბაღის შენობაში მოთავსდება ოთახი სრულფასოვანი საჯგუფო ბლოკი და სხვა დამხმარე სათავსოები. მეორე სართულზე საბავშვო ჯგუფებთან ერთად განთავსდება ადმინისტრაციული სათავსები და სპორტული/სახელოვნებო ღონისძიებათა დარბაზი.შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მოქნე პირებისთვის.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 587 000 ლარს შეადგენს.

ვიდრე საბავშო ბაღი გაიხსნება, უკვე მეორე წელია აღსაზრდელებს სოფელ საიმერლოში არსებული ერთ-ერთი კერძო სახლი იფარებს. ძველი საბავშვო ბაღის დატოვება კი შენობის ავარიული მდგომარეობის გამო გახდა საჭირო.

რადიო „მარნეული“

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər