ნორგიულში „სოფლის კრება“ სასწავლო პროცესის ჩაშლის ხარჯზე შედგა
სოფელ ნორგულში დღეს „სოფლის კრება“ შედგა. შეხვედრა სკოლის მიმდებაარე ტერიტორიაზე გაიმართა. სოფლის კრება ჩატარებულად რომ ჩაითვალოს, მოსახლეობის 20% პროცენტი უნდა დაესწოს. ნორგიულის შემთხვევაში ეს 80 ადამიანს ნიშნავს. სოფლის რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა 90 ადამიანის ხელმოწერა შეაგროვა რა დროსაც კრება გახსნიალდ გამოაცხადეს და ორი საკითხს სკოლის საპირფარეშოს მოწყობას და მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვას უყარეს კენჭი.

მოსახლეობის შეგროვება კი ძირითადად ნორგიულის საჯარო სკოლის პედაგოგების და მოსწავლეების ხარჯზე მოხდა. ვერც იმას ვიტყვით დარწუნებით რომ შეხვედრაზე ნამდვილად 90 ადამიანი იმყოფებოდა.



ამასთანავე სკოლაში სასწაავლო პროცესი ჩაიშალა რის შესახებაც როგორც აღმოჩნდა, სკოლის დირექტორმა მარინა მაჭარაშვილმა არაფერი იცოდა.

„მე არავინ შემთანხმებია. რას ნიშნავს ,რომ იქ დირექტორის გარეშე რამე შეხვედრა გაიმართა?!“ - ამბობს მარინა მაჭარაშვილი

ნორგიულის სკოლა სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის შემადგენლობაში შედის, თუმცა სომხურენოვანი სკოლისთვის ცალკე შენობა ნორგიულში დგას.

მარნეულის მერიაში განმარტავენ, რომ შეხვედრა წინასწარ ჰქონდათ შეთანხმებული და სკოლის ადმინისტრაცია ინფორმირებული უნდა ყოფილო.

ნორგიულის მოსახლეობას სასაფლაოზე არსებული პრობლის მოგვარებაც სურდა, თუმცა მათთვის 16 000 ლარია გამოყოფილი და 3 პროექტის განხორციელებას ამ თანხაში ვერ შეძლებდნენ. ერთ-ერთმა მოსახლემ ისიც გაიხუმრა „ჯერ ცოცხლებს მოგვხედონ და შემდეგ მკვდრებს“-ო მერიის წარმომადგენლები მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ სასაფლაოზე არსებული პრობლების მოგვარებაას საკუთარი ბიუჯეტინდან შეეცდებიან.



Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər