გარდაბნის მერმა ბაკალავრის დიპლომის აღებას 18 წელი მოანდომა

გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი 18 წელი სტუდენტი იყო. ამის შესახებ "ინფო რუსთავი" წერს.


ვრცელდება რამაზ ბუდაღაშვილის ბაკალავრის დიპლომის ასლი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 1987 წელს რამაზ ბუდაღაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ავტომობილებისა და საავტომობილო მეურნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ბაკალავრის სრული კურსი კი 18 წლის შემდეგ 2005 წელს დაასრულა.

2005 წელს ბუდაღაშვილს, საავტომობილო ტრანსპორტის სპეციალისტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა, ავტომობილებისა და საავტომობილო მეურნეობის კვალიფიკაციით. გარდაბნის ამჟამინდელი მერი პროფესიით საავტომობილი ტრანსპორტის სპეციალისტია.

18 წლიან სტუდენტობაზე ბუდაღაშვილმა მედიასთან საუბარი არ ისურვა. თუმცა დაადასტურა რომ ეს ნამდვილად მისი დიპლომის ასლია.
წყარო: imedinews.ge

 


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər