ნიუ-იორკში, ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა
ნიუ-იორკში, ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ქალაქ სკოგარიში მოხდა. ერთ-ერთ გზაჯვარედინზე ლიმუზინი ჯერ სხვა ავტომობილს შეეჯახა, შემდეგ კი ფეხით მოსიარულეებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 20 დაღუპულიდან 18 ლიმუზინში იმყოფებოდა, რომლითაც ისინი საქორწინო წვეულებიდან ბრუნდებოდნენ.

ავტოსატრანსპორტო შემთხვევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print