სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“,
არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით
შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და
სომხეთის მოქალაქეების ე.გ-სა და თ.ა-ს კუთვნილი ხელჩანთების
დათვალიერების შედეგად, ჯამში, 3,400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი
აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის
შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და
თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით
შეეფარდათ“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
წყარო: tv4.ge