ბოლნისში 7 ძროხის ქურდობისთვს 3 პირი დააკავეს
19:01 / 19.01.2019
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ 7 ძროხის ქურდობის ფაქტი გახსნეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ.
და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე
დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბოლნისის რაიონის სოფელ
რაჭისუბანში საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს,
რომლებიც შემდეგ გაყიდეს," - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი
ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.
წყარო: rustavi2.ge