ხე, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის, მოჭრეს (+ფოტო)
დღეს, 20 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარში 150 წლოვანი ალვის ხე მოჭრეს.

ხის დაჭრის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახორციელებს. ხის მიმდებარე ცენტრალური გზა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობითვის შეზღუდულია. გზის ორივე მხარე პოლიციის თანამშრომლებმა გადაკეტეს. ახლოს მცხოვრები მოსახლეობა გაფრთხილებულია.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 19 იანვარს, საღამოს საათებში, ხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხდა. ადგილობრივების თქმით, ხანძრის გაჩენის მიზეზები უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ სიგარეტის ნამწვისგანაა ტერიტორია დამწვარი. მათივე მოთოვნის საფუძველზე მიმდინარეობს ხის მოჭრა. მიაჩნიათ, რომ მცენარე, რომელიც  საუკუნე ნახევარზე მეტს ითვლის შესაძლოა მოსახლეობას საფრთხე შეუქმნას.  ხის მოსაჭრელად ადგილობივ თვითმმართველობას მიმართეს. 

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər