პირები, რომლებიც სავალდებულო ჯარს არ გაივლიან, სახელმწიფო სტრუქტურებში ვეღარ დასაქმდებიან
პირებს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი არ ექნებათ, შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება აეკრძალოთ. მთავრობა ახალი ცვლილებების პაკეტზე მუშაობს. ცვლილებები სტუდენტებსაც შეეხებათ. სტუდენტის სტატუსი ვეღარ გახდება სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების საფუძველი იმ შემთხვევაში, თუ კანონით გათვალისწინებული სასწავლო სემესტრების რაოდენობა ამოწურული იქნება. ამასთან სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე რეზერვში ჩაირიცხება.

ახალგაზრდების ჯარში იძულებით გაწვევას რეპრესიულ მექანიზმად აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური არაპროდუქტიულია და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას არ ზრდის. ჯარში იძულებითი გაწვევის ფორმის გაუქმებას ითხოვენ ექსპერტებიც.

თავდაცვის კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი მთავრობის ინიციატივას ქვეყნის ინტერესების დამაზიანებლად აფასებს, დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ ამ ცვლილებით, საჯარო სამსახურებში დასაქმების მსურველების რიცხვი შემცირდება და ეს ინსტიტუტები კვალიფიკაციური კადრების გარეშე დარჩებიან.

არამიზნობრივ საბიუჯეტო ხარჯებს უწოდებენ ოპოზიციაში იმ მილიონობით ლარს, რომელიც ახალ წვეულებისთვის იხარჯება. მათი უმრავლესობა კი მხოლოდ სხვადასხვა ძალოვანი ორგანოს, ან პენიტენციური დაწესებულების დაცვის სამსახურში მუშაობს.

წყარო: rustavi2.ge
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər