შსს: ესპანეთში სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრია დაკავებული [ვიდეო]
16:30 / 05.07.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართველი გამომძიებლების
მონაწილეობით ესპანეთის რამდენიმე ქალაქში სპეცოპერაცია „კუში”
ჩატარდა,
რის შედეგადაც ესპანეთში მოქმედი “სომხურ-ქართული კრიმინალური
დაჯგუფების 129 წევრია დაკავებული”.
შსს-ს განცხადებით, სომხურ-ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებას სომეხ
“კანონიერ ქურდთან” ერთად ძმები შუშანაშვილები ხელმძღვანელობენ.
უწყების ცნობით, დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე შუშანაშვილების
კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “კუში” ე.წ. საბჭოთა
კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ 2010 წლიდან დღემდე ჩატარებული
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპეცოპერაციაა.