მაშველებმა დედის შემდეგ, ნანგრევებში მოყოლილი ჩვილის ცხედარიც იპოვეს
ზემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალის შემდეგ, მისი მცირეწლოვანი შვილის ცხედარიც იპოვეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.

დაღუპულები დედა-შვილი: 30 წლამდე ქალი და 1 წლის ბავშვი არიან. სადარბაზოდან, რომელშიც აფეთქება მოხდა, გარდაცვლილების ცხედრები რამდენიმე წუთის წინ პროზექტურაში გადაასვენეს.

ზემო ფონიჭალაში, 23-ე კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანიც დაშავდა. ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. დაშავებულები არიან 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər