ვიდეო - სტრასბურგის ცენტრში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია
11:31 / 14.12.2018
სტრასბურგის ცენტრში მომხდარ თავდასხმაში
ეჭვმიტანილი პირი ლიკვიდირებულია.ამის
შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით,
ეჭვმიტანილი პოლიციასთან შეტაკების დროს, სამართალდამცავებმა
მოკლეს.
მათივე ცნობით, გარდაცვლილი 29 წლის შერიფ შეკარტია.
ორი დღის წინ, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა
და 13 დაშავდა.