Xəta
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ავარიის გამო მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print