შოვში დაკარგულ 24 წლის კაცს მე-9 დღეა ეძებენ
16:14 / 22.01.2019
რაჭაში შოვში დაკარგულ 24 წლის კაცს მეცხრე დღეა
ეძებენ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში On.ge-ს უთხრეს, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე
გრძელდება.
კაცის გაუჩინარების შესახებ სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14
იანვარს შევიდა. შოვში სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ
"თოვლის ფესტივალის" ორგანიზატორის, მალხაზ მეტრეველის თქმით, ბოლოს
დაკარგული ფესტივალის ტერიტორიაზე 12 იანვარს ნახეს.