გარდაბნის მერმა ბაკალავრის დიპლომის აღებას 18 წელი მოანდომა
15:06 / 20.07.2018
გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი 18 წელი სტუდენტი იყო. ამის
შესახებ "ინფო რუსთავი" წერს.
ვრცელდება რამაზ ბუდაღაშვილის ბაკალავრის დიპლომის ასლი. დოკუმენტში
აღნიშნულია, რომ 1987 წელს რამაზ ბუდაღაშვილი საქართველოს ტექნიკურ
უნივერსიტეტში ავტომობილებისა და საავტომობილო მეურნეობის ფაკულტეტზე
ჩაირიცხა, ბაკალავრის სრული კურსი კი 18 წლის შემდეგ 2005 წელს
დაასრულა.
2005 წელს ბუდაღაშვილს, საავტომობილო ტრანსპორტის სპეციალისტის
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა, ავტომობილებისა და
საავტომობილო მეურნეობის კვალიფიკაციით. გარდაბნის ამჟამინდელი მერი
პროფესიით საავტომობილი ტრანსპორტის სპეციალისტია.
18 წლიან სტუდენტობაზე ბუდაღაშვილმა მედიასთან საუბარი არ ისურვა.
თუმცა დაადასტურა რომ ეს ნამდვილად მისი დიპლომის ასლია.