საოკუპაციო რეჟიმმა მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი გაათავისუფლა
16:36 / 09.10.2018
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები - მაია
ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი გათავისუფლებული არიან.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურში განუცხადეს.
ორივე მოქალაქე საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა.
მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს, აკაკი დოთიაშვილი კი 6 ოქტომბერს,
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის“ ბრალდებით დააკავეს.
ოთინაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით პირობითი სასჯელი და 6 თვის
გამოსაცდელი ვადით პატიმრობა მიუსაჯა, დოთიაშვილი კი ჯარიმის გადახდის
შემდეგ გაათავისუფლეს.