შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა
23:41 / 13.10.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,
1984 წელს დაბადებული ბ.ს. და 1977 წელს დაბადებული გ.ფ., ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში
დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ორივე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ჯამში 2
შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სირეცი“ ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე,
საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.