პოლიციამ ქვემო ქართლში ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა
23:26 / 17.11.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.გ.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რუსთავში დააკავეს. მას ბრალი
ქურდული სამყაროს წევრობასა და გამოძალვაში ედება.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარდაბნის რაიონში მცხოვრებ
მოქალაქეს, სიცოცხლის მოსპობის, ცოლ-შვილის მოკვლის და ქონების
განადგურების მუქარით, 3 000 ამერიკულ დოლარს სძალავდა. ა.გ.
მოქალაქეს ე.წ. „კანონიერი ქურდის“ - „გულის“ სახელით ემუქრებოდა.
დაზარალებულის დასაშინებლად ბრალდებულმა მის საცხოვრებელ სახლს
ცეცხლმოკიდებული ბოთლი ესროლა, შემთხვევის შედეგად არავინ
დაშავებულა.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ფაქტზე,
საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის 1-ლი და 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი
ნაწილით მიმდინარეობს.