პოლიციამ რუსთავში ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
23:19 / 09.12.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის
ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ლ.ფ. დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის
რუსთავში, შარტავას გამზირზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის
გაქურდვას ცდილობდა.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19 177-ე
მუხლით მიმდინარეობს.