საოკუპაციო რეჟიმმა მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი გაათავისუფლა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები - მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი გათავისუფლებული არიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

ორივე მოქალაქე საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა.

მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს, აკაკი დოთიაშვილი კი 6 ოქტომბერს, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის“ ბრალდებით დააკავეს.

ოთინაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით პირობითი სასჯელი და 6 თვის გამოსაცდელი ვადით პატიმრობა მიუსაჯა, დოთიაშვილი კი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər