საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
12:15 / 15.10.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა,
გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების
ფაქტზე, ბრალდებულის სახით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე
დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულია 61 700 აშშ დოლარის
ოდენობის 617 ერთეული ყალბი ასდოლარიანი კუპიურა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.