ვიდეო - „მე ვარ ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი" - არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით გასამართლებული მარნეულის ყოფილი მერი თავისუფალია
12:07 / 14.12.2018
დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის
ბრალდებით გასამართლებული მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი
პატიმრობიდან გაათავისუფლეს.ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ ის დღეს რუსთავის
სასამართლომ გაათავისუფლა.
აბაზოვი ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს მის წინააღმდეგ
დაგეგმილი პროვოკაცია იყო და ახლა უკვე ის გეგმავს, სარჩელით
სასამართლოს მიმართოს.
„მე ვარ ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი. ვინაიდან
ერთ-ერთმა მოწმემ როგორც განაცხადა, ეს იყო იმისთვის გაკეთებული, რომ
მას ასეთი ბინძური გინებითა და ოჯახის შეურაცხყოფით უნდოდა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასვლა. რეალურად ეს ადამიანი იყო „ქართული
ოცნების“ წარმომადგენელი. მე მსჯავრდებული არ ვყოფილვარ, მე ვიყავი
ბრალდებული. მე საჩივარი უნდა შევიტანო ცილისწამებისთვის, ვინაიდან
ჩემი ოჯახი იყო წამოუდგენლად შეურაცხყოფილი,“ - ამბობს
აბაზოვი.