მარნეულის მერიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების
სადარბაზოების/სახურავების რეაბილიტაციისათვის 759 770 ლარიანი
ტენდერი გამოაცხადა.
საუბარია მარნეულში არსებულ 46 საცხოვრებელ კორპუსზე, რომლის
სადარბაზოების ნაწილს კარ-ფანჯრებს შეუცვილიან, ელექტროობას მოაწყობენ
და კედლებს შეღებავენ. ორ მრავალბინიან კორპუსზე განხორციელდება
სახურავის შეცვლაც. (რუსთაველის ქუჩა,
მაზნიაშვილის ქუჩა).
გთავაზობთ მრავალბინიანი საცხოვრებლების ჩამონათვალს, სადაც
სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება:
აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 11-16
მაისის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები
ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარულ დღეში შეასრულოს.