ნიუ-იორკში, ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა
14:26 / 08.10.2018
ნიუ-იორკში, ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა ქალაქ სკოგარიში მოხდა.
ერთ-ერთ გზაჯვარედინზე ლიმუზინი ჯერ სხვა ავტომობილს შეეჯახა, შემდეგ
კი ფეხით მოსიარულეებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 20 დაღუპულიდან 18 ლიმუზინში იმყოფებოდა,
რომლითაც ისინი საქორწინო წვეულებიდან ბრუნდებოდნენ.
ავტოსატრანსპორტო შემთხვევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.