საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
14:12 / 08.10.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში,
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი
პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთი კომპანიის
დირექტორმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დაამზადა
და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო
ზედნადებები 106 000 ლარის ღირებულების საქონლის ფიქტიურ
მიწოდებაზე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე
მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.