10 ცენტრი ტექდათვალიერების ყალბ მოწმობას გასცემდა – საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ტექნიკური ინსპექტირების 10 ცენტრი ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ მოწმობებს გასცემდა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ეს ცენტრები თბილისში, სამეგრელ-ზემო სვანეთში, კახეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანების რეგიონებში მდებარეობს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ეს ცენტრები ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექდათვალიერების დადებით ანგარიშებს გასცემდნენ. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიება და შესაბამისი ექსპერტიზა მიმდინარეობს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით დაიწყო, რაც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər