შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
11:16 / 14.07.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,
1998 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ლ.მ.,
ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.მ.-მ თანამზრახველებთან ერთად, მარნეულის
მუნიციპალიტეტის სოფელ ხოხმელში მცხოვრები ს.მ.-ს კუთვნილი 18 სული
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი სადგომიდან მოიპარა და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების
შედეგად, ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, შემთხვევის ადგილიდან 30
კილომეტრში, სოფელ ტალავერთან, იმ დროს დააკავეს, როდესაც მას
მოპარული პირუტყვი გადაჰყავდა. პოლიციამ 18-ვე მსხვილფეხა რქოსანი
პირუტყვი პატრონს დაუბრუნა.
სამართალდამცველები, დაკავებულის თანამზრახველების დადგენა-დაკავების
მიზნით, სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში
ახორციელებენ.
გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი
ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,
სსკ-ს 177-ე მუხლი მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.