თაზაქენდის მკვიდრი ოპოზიციური შეხედულებების გამო, მუნიციპალიტეტის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

თაზაქენდის მკვიდრი, აზერ მეჰდიევი ოპოზიციური შეხედულებების გამო, მუნიციპალიტეტის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს


წლებია ის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის „ მხარდამჭერია. ამბობს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომელი მასზე ზეწოლას ახდენს. აზერს სოფელში საკუთარი ჩიხანა აქვს. როგორც გვიყვება, სამუშაო ადგილზე ერთმა პირმა მიაკითხა და ჰკითხა თუ რატომ უჭერს მხარს ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“. ამით ის „არასწორ გზას“ ადგას. მეჰდიევი მომხდარ ფაქტს ზეწოლად მიიჩნევს. ამბობს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგი არაფერი აქვს, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობს და თავის პოზიციას ღიად გამოხატავს.




"შეიძლება ხელისუფლებამ არ იცის, რომ ის პირი მოვიდა აქ, ან შეიძლება თვითონ გამოაგზავნეს მუქარის მიზნით. ადამიანი მოვიდა , მესაუბრა და რჩევები მომცა, მეც შევეპასუხე. მან თქვა, რომ თქვენი გადასაწყვეტიაო. მე მომმართეს და მკითხეს პარტიის შესახებ თუ რატომ ვუჭერ მხარს. ეს ჯერ შეთავაზება იყო. ზეწოლა - ეს არ არის მუქარა. შეიძლება შემდგომში ასეც მოხდეს, არ ვიცი. თუ ჩვენ სხვა პრტიას მივეცით ხმა, ეს ჩვენი შეცდომა არ არის, მათი შეცდომაა. მათ დანაპირები არ შეასრულეს, არანაირი საქმე არ გაკეთდა და იმიტომაც არ ვაძლევთ ხმას."- ამბობს მეჰდიევი

აზადი ამბობს, რომ ზეწოლის და კრიტიკის არ ეშინია, როგორც წლების განმავლობაში ახლაც გააგრძელებს იმ პარტიის მხარდაჭერას, ვისიც სჯერა.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər