მაშველებმა დედის შემდეგ, ნანგრევებში მოყოლილი ჩვილის ცხედარიც იპოვეს
10:38 / 16.11.2018
ზემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა
ქალის შემდეგ, მისი მცირეწლოვანი შვილის ცხედარიც იპოვეს.
ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში
აცხადებენ.
დაღუპულები დედა-შვილი: 30 წლამდე ქალი და 1 წლის ბავშვი არიან.
სადარბაზოდან, რომელშიც აფეთქება მოხდა, გარდაცვლილების ცხედრები
რამდენიმე წუთის წინ პროზექტურაში გადაასვენეს.
ზემო ფონიჭალაში, 23-ე კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის
აფეთქების შედეგად სამი ადამიანიც დაშავდა. ისინი დამწვრობის ცენტრის
რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. დაშავებულები არიან 44
წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.