შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის და ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
12:36 / 19.11.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული,
წარსულში ნასამართლევი ა.ი., გამოძალვის და ყაჩაღობის ბრალდებით,
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ი. თბილისში, 1958 წელს დაბადებულ ტ.ლ.-ს,
მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, წლების
განმავლობაში ფულს სისტემატურად სძალავდა.
გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებულისთვის მიყენებული მატერიალური
ზიანი, დახლოებით, 180 000 ლარია.
სამართალდამცველებმა ა.ი. იმ დროს დააკავეს, როდესაც მან ტ.ლ.-ს
მისივე კუთვნილი ლომბარდიდან თანხის გამოტანა აიძულა და ფული
გამოსძალა.
გამოკითხვისას ტ.ლ.-მ პოლიციას ასევე განუცხადა, რომ დაკავებულმა
მიმდინარე წლის ივნისში დააყაჩაღა.
გამოძიება გამოძალვის და ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე
და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს.