აზერ სულეიმანოვმა ავაკიანის ძეგლის დემონტაჟზე კითხვა პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვა
მეცხრე მოწვევის პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიის მუშაობა დაიწყო. პარლამენტარმა აზერ სულეიმანოვმა, რომელიც პროპორციული სიით ნაცინალური მოძრაობის პარტიას წარმოადგენს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილის მიხეილ ავაკიანის ბიუსტის მოხსნის ვადების შესახებ კითხვა დაუსვა.




ირაკლი კობახიძემ ახალქალაქის საკითხი გაუგებრობად შეაფასა, რომელმაც სერიოზული უხერხულება შექმნა.

„რა თქმა უნდა ქართულ სახელმწიფოს აქვს ჩამოყალიბებული, თავისი მკაფიო პოზიცია ჩვენი მეზობელი ქვეყნების მიმართ. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ინტერესებს და ვიმოქმედებთ ამ ინტერესების შესაბამისად, საჭიროებების შემთვევაში და არის ამის საჭიროება. ჩვენ გვაქვს კონსულტაცია ჩვენ კოლეგებთან, გვაქვს კონსულტაცია ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგებთან და ერთდ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას რომელიც წარადგება ჩვენ სამეზობლოში მშვიდობიანი ვითარების შენარჩუნებას.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ


დღეს, 5 თებერვალს, თბილისში პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია უნდა შემდგარიყო რომელის მონაწილეებს ყარაბაღის ომის მონაწილის მიხეილ ავაკიანის ძეგლის დემონტაჟი უნდა მოეთხოვათ. 5 თებერვალს, ღამის საათებში ( 01:30), ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სოციალურ ქსელში აქციის ჩატარება გააუქმა. მიზეზად კი თბილისის მერიისაგან აქციის ჩატარებაზე უარის თქმა დაასახელა.
თბილსისის მერიას არ აქვს უფლება მოქალაქეს აუკრძალოს მშვიდობიანი დემონსტრაცია და ამის შესახებ ინფრომაცია ჩვენ თბილისის მერიაში დაგვიდასტურეს, თუმცა კონკრეტულად ამ საკითხთან მიმართებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ახალქალაქის სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილეს მიხეილ ავაკიანის განახლებული ბიუსტის გახსნა შედგა. საზეიმო გახსნის ცერემონიალში მონაწილეობას იღებდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები და სომხეთის ელჩი საქართველოში.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები