პირველად ქვემო-ქართლის რეგიონში - ვინ ვართ ჩვენ და როგორ ვმუშაობთ
კანონმა „მაუწყებლობის შესახებ“ 2004 წელს საქართველოს სამართლებრივ სივრცეში შემოიტანა სათემო რადიოს განმარტება და შესაძლებელი გახადა ამ სახის მაუწყებლობა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და ზემოთ აღწერილ პრინციპებზე დაყრდნობით BBC World Service Trust-მა და ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სტუდია რე-მ“ პროექტის ფარგლებში, რომლის ძირითადი დონორი ევროკავშირი იყო, 2006 წლის ივნისში საქართველოში ორ სათემო რადიოსადგურს ჩაუყარა საფუძველი - მარნეულში და ნინოწმინდაში.

სამწუხაროდ მარნეულის სათემო რადიოს რომელიც შეიქმნა 2006 წლიდან. სამაუწყებლო ლიცენზიის მოპოვების შესაძლებლობა მიეცა მხოლოდ 2015 წელს.

ბრიტანეთის საელჩოს, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ხელშეწყობით სათემო რადიო „მარნეულს“ მიეცა მეორედ საშუალება გაეძლიერებინა და განეახლებინა სათემო რადიოს მუშაობა.

მარნეულის სათემო რადიოს მუშაობის შესაძლებლობა მიეცა მარნეულის მუნიციპალიტეტის ყველა მცხოვრებს. გასაუბრების შედეგად შეირჩია პირველი გუნდი. (2006 წელი) შეგედად მომზადდა 10 ჟურნალისტი. მათ შორის დღეს 9 წლის თავზე ეს პიროვნებები არიან წარმატებულები სხვადასხვა სფეროში მარნეულის მუნიციპალიტეტის მაშტაბით. არასამთავრობო სექტორში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, განათლების სფეროში, ჟურნალისტიკაში და ა.შ.

2015 წლის განახლებულ პროექტს განხორციელება დაიწყეს სათემო რადიოს პირველი ეტაპის მონაწილეებმა. გასაუბრების შედეგად შეირჩა მეორე გუნდი - მარნეულის თემში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიის, ასაკის და ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს 10 მოქალაქე.

პროექტის დახმარებით მათ მიიღეს ინფორმაცია თემის განვითარებაში სათემო რადიოს როლი და მისი მართვის თავისებურებების შესახებ, შეიძინეს რადიოს გადაცემების წარმოებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და ისწავლეს მრავალფეროვნების პასუხისმგებლობით გაშუქება.
რადიო „მარნეულის“ თანამშრომლებმა აითვისეს თემთან მუშაობის ტექნიკა - მათ იციან, თუ როგორ უნდა ჩართონ ადგილობრივი თემის სხვადასხვა ჯგუფი რადიოს მუშაობაში და როგორ უნდა გამოავლინონ მათი პრობლემები და ინტერესები ინტერაქტიული გამოკითხებისა და ფოკუს ჯგუფების მეშვეობით. ერთი წლის მანძილზე რადიო „მარნეულის“ ახალმა გუნდმა გაიარა დიდი რაოდენობის ტრენინგ-კურსი.
პირველი გუნდის წევრები რომლებმაც შეინარჩუნეს დღემდე სურვილი და სწრაფვა შექმნან სათემო რადიო მარნეულში ყოველდღიურად მუშაობენ ახალ გუნდის წევრებთან და თავდაუზოგავად აწვდიან დაგროვებულ ცოდნას და უნარებს, ახალი მედიის ათვისებით, კრეატიული ხედვით.
ყოველდღიურად რადიო მარნეულის გუნდის წევრები იზრდებიან და ხდებიან პროეფესიონალები. მათ მოწონთ გუნდური მუშაობის ახალი ლიბერალური სტილი რომელიც აერთიანებს ყველა გუნდის წევრს ერთი იდეეს ირგვლივ.
ისინი იცვლებიან და ძალაუნებურად ცვლიან გარემოს რომელშიც უწევთ ყოფნა. ისინი გახდნენ და ხდებიან ინფომაციის წყარო, ახალი ინოვაციების მიმწოდებელნი, ახალი უშუალო ურთიერთობის დამწყებები. ყოველდღიური დიალოგი თემთან.
კითხვა თუ რას ფიქრობს თემი?

რადიო „მარნეულის“ გუნდმა შეძლო და შექმნა მედია პლატფორმა, რომელიც აძლევს საშუალებას თემის ნებისმიერ წარმომადგენელს განურჩევლად მისი სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობის გამოხატონ საკუთარი აზრი, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები, გადავიდნენ ურთიერთობის ახალ ტალღაზე.

სათემო რადიოს ლიდერი - მენეჯერი იმავდროულად არის ტრენერიც. მან ერთი მხრივ, უნდა მოახდინოს რადიოპროგრამები და უზრუნველყოს სათემო რადიოს ეთერში მაუწყებლობა, მეორე მხრივ კი უნდა იზრუნოს მოხალისეთა მოზიდვასა და მათ გაწვრთნაზე.
სათემო რადიოს მენეჯმენტი მუდმივად დაინტერესებულია, რომ თემიდან რაც შეიძლება მეტი მოხალისე მოიზიდოს და მათ შეასწავლოს, ერთი მხრივ, რადიოსაქმე და პროგრამების მომზადების ტექნოლოგია, მეორე მხრივ კი მათგან აქტიური სათემო მუშაკები მიიღოს.

რაც შეეხება ცალკეული მიმართულებების პროდუსერებსა და ცალკეული გადაცემების ავტორებს, სრულებითაც არ არის სავალდებულო, რომ ისინი შტატიან თანამშრომლებად დასაქმდნენ სათემო რადიოში. მენეჯერის მსგავსად სათემო რადიოს თითოეული თანამშრომელიც პოტენციურად ტრენერია, რომელსაც მოხალისეების მომზადება შეუძლია.
მარნეულის სათემო რადიოს თანამშრომლებს გავლილი აქვთ და მიღებული აქვს ტრენინგები და პრაქტიკა იმისათვის რომ მათ შეძლონ ახალი წევრები ასწავლონ და მომაზადონ მოხალისეები.
ვინაიდან სათემო რადიო უფრო მეტად სათემო ცენტრს წარმოადგენს, ვიდრე მედიასაშუალებას, არ არის აუცილებელი, რომ სათემო რადიოს პროგრამები ჟურნალისტური ტექნიკის თვალსაზრისით ბოლომდე გამართული იყოს. მთავარია, რომ სად სარგებელი მოჰქონდეს თემისთვის და მისი თითოეული წევრისთვის.
მიუხედავად ამისა, რადიო მარნეულის საშტატო ჟურნალისტებმა ძალიან კარგად აითვისეს ჟურნალისტური სტანდარტებით მუშაობა და ყოველდღიურად ცდილობენ ჟურნალისტური სტანდარტებით მოამზადონ საკუთარი პროდუქტი.
უფრო მეტად ეს არის სხვადასხვა აზრის გამოხატვის მცდელობა და მრავალფეროვნების პრინციპით აგება მასალის რომელზეც ჟურნალისტები მუშაობენ. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ არხის დასახლება და სტილი თემის ყველა წევრისთვის იყოს შინაური და ნაცნობი.
ახლობლის ხმა, მეგობრის აზრი, მასწავლებლის თუ უბნის ექიმის რჩევა. ასე იქმნება თემის წევრების ხმებით რადიოს იმიჯი. თემის წევრების მიერვე მომზადებული საეთერო მუსიკითა და გადაცემების გაფორმებით.

სათემო რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობა კანონით დაცულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, კომერციული და რელიგიური ორგანიზაციების ზეგავლენისაგან. ქვემოთ მოცემული ძირითადი პრინციპები, რომელთაც ეფუძნება მარნეულის სათემო რადიოს თითოეული თანამშრომლის და მოხალისის მუშაობა, დამატებით გარანტიებს ქმნის სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, საქმიანობის პროფესიული სტანდარტებისა თუ ეთიკური ნორმების დაცვით განსახორციელებლად.

● სათემო რადიოს მიზანია დებატების მეშვეობით თემის ინფორმირება, გართობა და შემეცნება;
● სათემო რადიო გააძლიერებს თემის წევრებს, გამოუმუშავებს მათ იმუნარ-ჩვევებს, რომლის მეშვეობითაც ისინი პროფესიული დონის რადიოგადაცემებს მოამზადებენ და განიხილავენ თემისთვის აქტუალურ საკითხებს;
● პროგრამის ავტორებმა ეთერში მის გასვლამდე კიდევ ერთხელ უნდა გადაამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე;
● პროგრამის ავტორებმა აუცილებლად უნდა აიღონ ინტერვიუ ყველა იმ პირისგან, ვისაც ეხება ეს ინფორმაცია და უნდა უზრუნველყონ, რომ შეგროვებული ინფორმაცია სრულად მოხვდეს საბოლოო სიუჟეტში;
● თუკი რადიოპროგრამა ბრალს სდებს ან აკრიტიკებს ცალკეულ ინდივიდს ან მთელ ჯგუფს, მათ უნდა მიეცეთ ეთერში პასუხის გაცემის უფლება;
● სათემო რადიო უნდა აშუქებდეს ყველა იმ ჯგუფის კულტურას, რომელიც ცხოვრობს ამ თემში და პატივს სცემდეს მას;
● პროგრამის ავტორებმა არ უნდა გამოიყენონ პროგრამა საკუთარი ან ვინმეს კერძო ინტერესების ექსკლუზიური დაცვისთვის.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა