აბაშაში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს
19:03 / 09.12.2018
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ
გეზათში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, საპატრულო პოლიციის
თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს.
ის ქუთაისის საავადმყოფოშია
გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია მეორე თანამშრომელიც,
თუმცა მას მცირე ნაკაწრი აღენიშნება.
შსს-ში კი აცხადებენ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს
სხეულის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომელმა.
"დანაშაულში ბრალდებული პირი დადგენილია და მის დასაკავებლად
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება 117-ე
მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას
გულისხმობს", - აღნიშნავენ უწყებაში.