ქალაქ შახტში დაღუპულთა რაოდენობა 4 კაცამდე გაიზარდა
14:27 / 16.01.2019
რუსეთის როსტოვის რეგიონში, ერთ ბინაში
ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გუშინ წინ წარმოქმნილი აფეთქების
დროს დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ქალაქ შახტის
9-სართულიანი შენობის ნანგრევებში საძიებო და სამაშველო სამუშაოების
დროს კიდევ სამი კაცის გვამს მიაგნეს.
აფეთქების შედეგად 4 ბინა ჩამოიქცა და პირველ დღეს მხოლოდ 1 კაცი იყო
დაღუპული.
როგორც ცნობილია იმავე რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში შემავალ ქალაქ
მაგნიტოგორსკში 31 დეკემბერს, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად
მომხდარ აფეთქებას 39 ადამიანი ემსხვერპლა.