გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2019 წლის 1 იანვრიდან 31
იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 401
ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 15 ფაქტი სისხლის სამართლის
დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.
როგორც ცნობილია, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და
ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 152 ფაქტი გამოვლინდა კახეთის
რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო
სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 25 ფაქტი დაფიქსირდა,
იმერეთში – 31 ფაქტი, გურიაში – 8, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში
– 11, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 24
ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში – 3 ფაქტი, შიდა ქართლში – 27, ქვემო ქართლის
მასშტაბით – 32 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს
სამოქმედო ტერიტორიაზე – 88 ფაქტი დაფიქსირდა.
„ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 427
მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის
დარღვევის 53 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული
დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები, შემდგომი
რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი“, – ნათქვამია
უწყების ინფორმაციაში.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2019 წლის 1 იანვრიდან 31
იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 401
ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 15 ფაქტი სისხლის სამართლის
დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.
როგორც ცნობილია, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების
ყველაზე მეტი – 152 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს
სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული
სამმართველოს მასშტაბით 25 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში – 31 ფაქტი,
გურიაში – 8, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 11, აჭარის
რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 24 ფაქტი,
მცხეთა-მთიანეთში – 3 ფაქტი, შიდა ქართლში – 27, ქვემო ქართლის
მასშტაბით – 32 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს
სამოქმედო ტერიტორიაზე – 88 ფაქტი დაფიქსირდა.
„ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 427 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე
პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 53 ფაქტი
დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი
დანადგარი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია
გადაგზავნილი“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.