სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სომხეთ-აზერბაიჯანის
სახელმწიფო საზღვრის ქელბაჯარის მონაკვეთზე კიდევ ერთი პროვოკაცია
განახორციელეს,
- ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე
დაყრდნობით ავრცელებს.
„26 ივლისს, 03:00 საათიდან, სომხეთის შეიარაღებული
ძალები ბასარკეჩარის რაიონის სხვადასხვა მიმართულებით განლაგებული
საბრძოლო პოზიციებიდან ქელბაჯარის რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული
აზერბაიჯანის არმიის პოზიციების წინააღმდეგ ყუმბარმტყორცნების
გამოყენებით ინტენსიურ ცეცხლს აწარმოებს,“ - აცხადებენ
თავდაცვის უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით განლაგებული აზერბაიჯანის არმიის
ნაწილები ადეკვატურ საპასუხო მოქმედებებს ახორციელებენ.