განათლების სამინისტროში აზერბაიჯნაულენოვან სკოლებში არსებული პრობლემები განხიხილეს - აიგულ ისაევას განმარტება

შეხვედრაზე სკოლებში არსებულ კადრების დეფიციტზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო მარნეულთან საუბრისას აიგულ ისაევამ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრის დროს განათლების სფეროში არსებულ ინფორმაციის პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება.

„განათლების სამინისტროში აზერბაიჯანულენოვან სკოლებში კადრების დეფიციტზე,  მასწავლებლების სერტიფიცირებასა  და სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებულ  სირთულეებზე ვისაუბრეთ. სახელმძღვანელოებში არსებულ შეცდომებზეც ვისაუბრეთ. შეხვედრის დროს 1+4 პროგრამაზე ჩარიცხული ახალგაზრდების საუნივერსიტეტო გამოცდის დროს მხოლოდ ლოგკის კი არა,  არამედ აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარებაზე, ასევე სკოლებში ქართულ ენასთან ერთად საქართველოს ლიტერატურის შესწავლასთან დაკავშირებით შემოთავაზებები წარვუდგინეთ სამინისტროს. ასევე 50 წელს ზევით ასაკის მქონე მასწავლებლების სერტიფიცირება, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებისთვის ლოგიკის გამოცდის აზერბაიჯანულ ენაზე ჩაბარება შევთავაზეთ. აღსანიშნავია რომ მასწავლებლები თავიანთ პროფესიაზე, გამოცდას თავიანთ ენაზე, აზერბაიჯანულად,  უნარებს კი ქართულად აბარებენ. ჩვენ ასაკთა ჯგუფებზე გაყოფა შევთავაზეთ. ახალგაზრდებმა გააგრძელონ განათლება ისე  როგორც განათელბის სამინისტრო მათ სთავაზობს. ასაკოვნებმა კი გამოცდა აზერბაიჯანულ ენაზე  ჩააბარონ“


ისაევამ შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა. აცხადებს,  რომ განათლების სფეროში არსებული პრობლემები პირდაპირი შეხვედრების გამართვით უნდა განვიხილოთ, რადგან ეს უფრო ეფექტური იქნება.

სამინისტროს ზოგ საკითხებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია აქვთ და ამისთვის ასეთი შეხვედრების ჩატარება მნიშვნელოვანია. განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან ჩვენი მოსმენას და  პრობლემების მოსაგვარებლად გამოთქმულ  სურვილს უმაღლესად ვაფასებ“.

ისაევამ თქვა, რომ შეხვედრაზე  სამინისტროს მხრიდანაც დიდი ინტერესი მიიღეს და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.  

„საჯარო სკოლებში ხარისხიანი განათლების არსებობა მნიშვნელოვანია. სამინისტროში რაც გვინდოდა აგვეღნიშნა ეს ხარისხიანი კადრების მომზადების საკითხი იყო. სამწუხაროდ არის ისეთი სკოლები სადაც მასწავლებლებმა თავიანთი პროფესიით ვერ ასწავლიან გაკვეთილებს"


აღსანშნავია , რომ განათელბის და მეცნიერების სამინისტროში შეხვედრა 2 დეკემბერს ორგანიზაცია „მარიფი“ს ინიციატივით ჩატარდა,
შეხვედრაზე ორგანიზაცია „მარიფის“ და გაზეთის ხელმძღვანელი ალადინ ყარაბაღლი,  კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დარგის ფილოსოფიური დოქტორი აიგულ ისაევა, განათლების და მეცნიერების სამინისტროს საერთაშრისო ურთიერთობების, დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ხანდოლიშვილი, ეთნიკური უმცირესობების ენაზე ექსპერტი დესპინე კოიავა და სამინისტროს სხვა თანამშრომლები იღებდნენ მონაწილეობას.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google