"ყველამ იცის, რომ რუსეთი იმპერიალისტი ქვეყანაა, პუტინი კი დიქტატორია" - ჰაჯიევი იმამყულიევის კრიტიკას პასუხობს
ყველამ იცის რომ  რუსეთი იმპერიალისტი ქვეყანაა, პუტინი კი დიქტატორია“- ეს განცხადება პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა,  რუსლან ჰაჯიევმა „ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ახმედ იმამყულიევის კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა. იმამყულიევმა ჰაჯიევი ზელენსკის მისამართით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.
რუსლან ჰაჯიევმა რადიო "მარნეულთან" განაცხადა, რომ ის არასდროს იყო პრორუსული და ყოველთვის ღიად გამოხატავდა, რომ  რუსეთი ოკუპანტია. ჰაჯიევი აცხადებს,  რომ თავის პოსტებში მხოლოდ ზელენსკის შეცდომებზე არ წერს და არანირ პოზიციას არ გამოხატავს. ფიქროვს, რომ იმამყულიევმა მისი პოსტი "შოუს შექმნის" მიზნით გააზიარა 

არცერთ პოსტში პუტინზე დადებითი არაფერი მიწერია. წლების წინ მე ყოველთვის ვამბობდი,  რომ ამ ტრაგედიების ჩამდენი პუტინის რუსეთია. დღეს აფხაზეთი, ოსეთიც ოკუპირებულია. მთიან ყარაბაღშიც მოხდა ეს მოვლენები. მე 8-10 წლის წინ ვთქვი,  რომ ხოჯალოში ჩადენილი დანაშაული სათავეში რუსეთის ყოფნით განხორციელდა. უბრალოდ უკრაინაში ბოლო დროს მომხდარი მოვლენები ამის გაგრძელებაა. ამ მოვლენების მიზეზი კი ზელენსკია რომელიც თავისი ქვეყანა სისხლისთვის გაიმეტა. პუტინზე ნკლები არაა. რა თქმა უნდა,  შეცდომებით. მე არ ვამბობ რომ პუტინი უდანაშაულოა. პუტინი რა თქმა უნდა ყველამ იცის რომ დიქტადორია. რუსეთის იმპერიის შექმნის მცდელობები მას სულ აქვს გულში. ზელენსკიმ კი ეს შეცდომამდე, არასწორი პოლიტიკამდე მიიყვანა. ეს უკრაინის ხელისუფლებაში ყველაზე დიდი შეცდომაა. მე განვაცხადე რომ ცოდოა ის ადამიანები რომლებიც იქ მოკვდნენ, ძალიან მენანება იქ დაღუპულები. რა თქმა უნდა, სამშობლოსთვის იბრძოლეს. მაგრამ ადამიანები, ბავშვები, დიდები კვდებიან. უკრაინის ქალაქები ინგრევა. ვინმე თავს რომ აჩვენებდეს მართალია ან არა და ამის შედეგად იღუპება ხალხი. ანუ ეს პოლიტიკოსის შეცდომაა. ეს ვთქვი და ახმედ იმამყულიევმა აიღო და შოუ შექმნა“

მას შემდეგ, რაც ახმედ იმამყულიევმა რუსლან ჰაჯიევის პოსტი  გაავრცელა, კომენტარებს  გამოეხმაურნენ  სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და რადიო "მარნეულის" ხელმძღვანელი  კამილა მამედოვა.  ისინი ყოფილი დეპუტატის ამჟამინდელი საქმიანობით დაინტერესდნენ.  ამ ყველაფერმა კი როგირც ჩანს, რუსლან ჰაჯიევი გაანაწყენა. 

„ძალიან სამწუხარო,  რომ ახმედ იმამყულიევთან ერთად,  რადიო მარნეულის უფროსი, ქალბატონი კამილაც აჟღერებს აზრს. განიხილავს  მე სად ვმუშაობ. აიდან იუსუფი (ჟურნალისტი) და სხვები კი რეიტინგის ფორმაზე... სად მუშაობთ?! თქვენ ვინ ხართ,  რომ განიხილავთ მე სად ვმუშაობ. შეგიძლიათ მე მკითხოთ სად ვმუშაობ! ახმედ იმამგულიევის პოსტიდან არა! ჟურნალისტიკა ის კი არაა რომ ადამიანები მიზანმიმართულად სხვა მიმართულებით წაიყვანო. მე რადიო მარნეულს და სხვა მედიებს სულ ვუჭერდი მხარს. მე არავისი  მეშინია და ყველასთვის სათქმელი მაქვს. მაგრამ რადიო მარნეულის უფროსის და ჟურნალისტ აიდან იუსუფის კითხვა რომ მე სად ვმუშაობ?! - ვერ გავიგე.  ჩემი დაშინება გინდათ?! მე ვემზადები და ვფიქრომ ამას იურუდიული შეფასება უნდა მიეცეს. სასამართლოს უნდა მივმართო. ახმედ იმამყულიევისნაირი პროპაგანტისდების პოსტის ქვეშ წერენ კომენტარებს. ზოგიერთებმა მიიღეს პასუხი. მე ვფიქრობ, რომ კორესპონდენტის მუშაობაში კითხვის დასმა საინტერესოა. თქვენ მხარე არა ხართ. მე არ ვეპარები ჟურნალისტებს, არ მეშინია. კითხვა თუ აქვთ დამსვან.  მე ყოველთვის მზად ვარ კითხვებს ვუპასუხო. უბრალოდ  რადიოს უფორსს და ჟურნალისტს არ შეეფერება რომ ახმედისნაირ პროპაგანტისდებს შეუერთდნენ“

აღსანშნავია,  რომ რუსლან ჰაჯიევმა რამდენიმეჯერ გამოთქვა აზრები ფაისბუქზე უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ. მისი პოსტები კი არაერთმა აქტივისტმა გააკრიტიკა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google