პროფესორი ემილია ალავერდოვა საქართველოს განათლების სამინისტროში თანამდებობაზე დანიშნე
პროფესორი ემილია ალავერდოვა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში კონფლიქტოლოგიის ექსპერტის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია მან რადიო მარნეულთან დაადასტურა.

საბჭო იქმნებოდა და იქ საჭირო ოყო კადრი რომელიც ამ თანამდებობას შეასრულებდა. ჩვენ საბჭოში რამდენიმე პირი ვართ. უნივერსიტეტებში პროგრამები დაწერის მერე, აკრედიტაციას გადიან. უნივერსიტეტი ცლაკე აკრედიტაციას გადის, პროგრამები ცალკე აკრედიტაციას, ავტორიზაციას გადიან. აკრეტიდაცია რომელ პროგრამასაც არ აქვს სახელმწიფო მაგას არ ცნობს. ამიტომაც კონფლიქტოლოგიის პროგრამები დაიწერება. თითო პროგრამას თავისი კრიტერიუმები აქვს. ჩვენი საბჭო იმუშავებს რომ კონფლიქტოლოგიის მაგისტრატურის პროგრამის კრიტერიუმები შემუშავდეს. ორი წლის განმავლობაში ჩვენ უნდა დავამუშავოთ ეს კრიტერიუმები. რომელი უნივერსიტეტი მოისურვებს კონფლიქტოლოგიაზე პროგრამის აკრედიტაციას, ჩვენს მიერ დაწერილი პროგრამისაგან თანხმობა უნდა აიღოს“

ემილია ალავერდოვას თქმით, საქართველოს სხვადასხვა  სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2009 წლიდან აქვს მუშაობის გამოცდილება. ამიტომაც ამ თანამდედბობის შესრულება არ იქნება რთული..

„მე საბჭოს წევრი ვარ. ჩვენ კონფლიქტოლოგიაზე ვიმუშავებთ. ახალი განათლების ფორმებს დავწერთ და ის საბუთები განათლების სამინისტროში იქნება. სხვა საბჭოებიც არიან. განათლების სამინისტროში თანამდებობის მიღება კარგი გრძნობაა. უკვე საქართველოში 2009 წლიდან უნივერსიტეტებში, დიპლომატიურ აკადემიაში მიმუშავია. ეს ჩემთვის ახალი საქმე არაა. მე 3-4 პროგრამა მაქვს დაცული. ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტში საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელია ვარ.  სახვადასხვა უნივერსიტეტებში დოქტორანტურის პროგრამები, ინგლუსირ ენის პროგრამები დავწერე. ეს ძალიან ლამაზი და საამაყო გრძნობაა. ერთი საბუთი თუ მომზადდა ჩემი მონაწილეობაც იქნება დაწერილი. ეს მუდმივი საქმეა. ჩემი სახელის დაწერა რა თქმა უნდა ჩემთვის დიდი წარმატებაა. “

აღსანიშნავია, რომ ემილია ალავერდოვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის, SDASU უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალვრო პროგრამების (ქართული ენის) ხელმძღვანელი, IGI Global (ამერიკა), IJOPEC (სტამბოლი, ლონდონი) რედაქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოძიების ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google