მიწა ჩვენია, ხალხის ფულით ვაშენებთ მეჩეთს - ახლოლალოს ახუნდი მერიის ჯარიმებზე
სოფელ ახლოლალოში ადგილობრივების მიერ აშენებულ მეჩეთზე მარნეულის მერია ჯარიმებს აწესებს. ამის შესახებ რადიო მარნეულთან საუბრისას სოფლის ახუნდმა მაგარამ დურსუნის ძემ თქვა.
ახუნდი აცხადებს, რომ მერიის მიერ სხვადასხვა მიზეზებით ჯარიმების დაწსებაზე მსოახლეობა შეწუხებულია.

„ამბობენ რომ საბუთები არასწორად გვაქვს. ვეუბნები დაგვეხმარეთ და შევასწოროთ. არც გვეხმარებიან, არც მიწოდებულ საბუთზე ხელს არ აწერენ. შარშან აპრილიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწასთან დაკავშირებით წერილი გავუგზავნეთ. ჯერ პასუხი არ მიგვიღია, თამაშობენ. ჩვენ სახელმწიფოსგან არც მიწას არც ფულს არ ვითხოვთ. მიწა ჩვენია, ხალხის ფულით ვაშენეთ მეჩეთს. მაგაზეც ჯერჯერობით პრობლემებს გვიქმნიან. კვირას მოვიდნენ. ვეუბნები სამუშაო დღე არაა, რატომ მოხვედით?! იმედია კარგი იქნებაო. მეჩეთის სტატუსით ვაშენებთ. მეუბნებიან აქ ოთხივე გვერდზე კედელს ვერ ააშენებთო, ვეუბნები ოთხივე მხარე არ უნდა იყოს დაფარული? ახლა 4 თვე უნდა ველოდოთ. მაშინაც რამე შეცდომას იპოვიან“

საკითხის გასარკვევად მარნეულის მერის ადმინისტრაციულ ერთეულში დროებით დანიშნულ წარმომადგენელი აკიფ აბდულაევს დავუკავშირდით.

„სოფელ ახლოლალოში მეჩეთის აშენებე გრძელდება“- ამბობს აბდუაევი.
აბდულაევის თქმით, მეჩეთის მშენებლობის დროს საბუთებში რამდენიმე შეცდომა იყო.სწორედ მაგიტიმ მისცა მერიამ მოსახლეობას გაფრთხილება.
„სოფელ ახლოლალოში მეჩეთის აშენება გრძელდება. მეჩეთის მინარეთი აშენებულია. ადრე რამდენიმეჯერ საბუთები არ იყო სწორი ხა მერიამ ჯარიმა დაწერა. მერიიდან აცხადებენ, რომ საბუთები შეასწორონ და გააგრძელონ მშენებლობაო. ადამიანები არასწორი საბუთებით აკეთებენ საქმეს. თუ არ ვცდები, ჯარიმები 4-5 თვის წინ იყო. ახლა მშნებელობა მიმდინარეობს, ცოტა დარჩა დასრულებისთვის“

აღსანიშნავია, რომ 2 წლის განმავლობაში მერიის მხრიდან დაწესებული ჯარიმების ოდენობა 10 000 ლარზე მეტია.
Print ელ. ფოსტა
თეგები: Axlı-Lələ Məscid
FaceBook Twitter Google