ოქტაი კაზუმოვი მირზა ფათალი ახუნდოვის მედლით დააჯილდოვეს

ფილოლოგი ოქტაი კაზუმოვი , მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის საპატიო მედლით დააჯილდოვეს.

ჯილდო ახუნდოვის მუზეუმის დირექტორმა, ლეილა ალიევამ 28 დეკემბერს თბილისში ჩატარებულ ღონისძიებაზე „ძალა სოლიდარობაშია“ გადასცა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ქაზუმოვმა თქვა, რომ მისთვის მსგავსი ჯილდოს მიღება საამაყოა.

„რა თქმა უნდა,ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. იქ ჩატარებული ღონისძიებების თაყვანისმცემელი ვარ და ყველა ღონისძიებას ვესწრები. ჩვენი ახალგაზრდებისთვის ჩვენი კულტურის გასაცნობად, ნამდვილად ბევრი საქმე კეთდება. ახალი წელი დიდი სიხარულით და სტიმულით დავიწყე. ძალიან დიდი მადლობელი ვარ“

ქაზუმოვი აცხადებს, რომ დღემდე მხოლოდ ახუნდოვის პიესა "ბოტანიკოს მუსიე ჟორდანისა და ცნობილ ჯადოქარ მასთალი შაჰის ამბავი" თარგმნა.

„მე თუ ერთი პიესა მაინც არ მექნებოდა ნათარგმნი, ნამდვილად ვიტყოდი რომ ამ ჯილდოს ღირსი არა ვარ. ამ შემთხვევაში როცა ახუნდოვის შემოქმედებასთან მქონია შეხება და ასეთი ჯილდო ვიღე, ეს ჩემთვის ძალიან სასიომოვნოა. ჩემი გარკვეული შრომა საჭირო დონეზე და მეტად შეფასდა. რა თქმა უნდა, ეს მედალი დღემდე ჩემი გაკეთებული საქმეებისთვის კი არა, ამის შემდეგ მისი შემოქმედების ქართული საზოგადოებასთვის გაცნობის მიზნით გასაკეთებლ საქმეებს მიეძღვნება“

ოქტაი კაზუმოვი აღნიშნავას, რომ მომავალში ახუნდოვის ნაწარმოების ქართულ ენაზე თარგმნისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ღონსიძიება მუზეუმის დაარსების 40 წლის იუბილესა და აზერბაიჯანელი დრამატურგის, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის 210 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლები, საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები, , ახალგაზრდები და მოწვეული სტუმრები.

სტუმრებმა დამსწრეებს დამდეგი ახალი წელი და მსოფლიო აზერბაიჯანლების სოლიდარობის დღე მიულოცეს.

საქართველოში ახუნდოვის სახლ-მუზეუმი1982 წელს გაიხსნა. 1996 წელს ჰეიდარ ალიევის საქარველოში ოფიციალური ვიზიტისას ახუნდოვის სახლ-მუზეუმი გარემონტდა და დაიწყო მუშაობა, როგორც საქართველოში აზერბაიჯანის კულტურის ცენტრი. 2007 წელს სახლ-მუზეუმს სტატუსი მიენიჭა. 2013 წელს კი მუზეუმს რესტავრაცია ჩაუტარდა.
აღსანიშნავია, რომ ახუნდოვის პიესა "ხანის ვეზირი" აკაკი წერეთლმა თარგმნა და ქართული თეატრის სცენაზე იდგმებოდა მეცხრამეტე საუკუნეში.

 








 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google